საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

1918 წელს საქართველოში იხსნება პირველი ქართული უნივერსიტეტი და მაშინვე დიმიტრი უზნაძის ხელმძღვანელობით, იხსნება ფსიქოლოგიის კათედრა. 1923 წლიდან კათედრასთან არსებობს ფსიქოლოგიური ლაბორატორია, რომლის  ბაზაზე იქმნება საყოველთაოდ ცნობილი დიმიტრი  უზნაძის განწყობის თეორია და საფუძველი ეყრება ე.წ. ქართულ ფსიქოლოგიურ სკოლას. 1926 წელს თბილისის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა თაოსნობით საქართველოში არსდება ფსიქოლოგთა საზოგადოება. საქართველოში  ვითარდება ფსიქოლოგიის დარგები. ეს პროცესი  დღესაც გრძელდება. ფსიქოლოგია საქართველოში 101 წლისაა.

 

კონფერენცია ეძღვნება ფსიქოლოგიის საერთაშორისო დღეს. მისი მიზანია ფსიქოლოგიაში მეცნიერ-მკვლევართა შორის მჭიდრო სამეცნიერო კავშირების სტიმულირება.

 

12 აპრილი 2019

 

საორგანიზაციო კომიტეტი:

 

ლალი სურმანიძე, დოქტორი, პროფესორი, დეკანის მოადგილე, ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი;

დიმიტრი ჩუბინიძე, დოქტორი, სამეცნიერო სამსახურის უფროსი, ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი;

მარიამ მანწკავა, დეკანის თანაშემწე, ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი;

მარიამ კვარაცხელია, რესურსების მართვის სამსახურის უფროსი, ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

ქეთევან ფანცულაია, სპეციალისტი, ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.